პოლიტიკა
ჭორვილა გადაკეტილია - სოფლის ორივე შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
FaceBook
პოლიციამ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა.

სოფლის ორივე შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

ათობით სამართალდამცველი ჟურნალისტებს საშუალებას არ აძლევს, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში შევიდნენ და პროფესიული საქმიანობა განახორციელონ.

ჭორვილაში, დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქცია აქვს დაგეგმილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, დილით, თბილისში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და სოფელ ჭორვილას მიმართულებით მსვლელობით დაიძვრნენ.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აქციის მიზეზად ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გაპროტესტებას ასახელებს.

მისი თქმით, დღეს, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ „ ვერ გაგვარუსებს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ქართველებს რუსებით ვერ ჩაანაცვლებს“.



Print