პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები ჩაინიშნა
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში, 17-20 მაისს არჩევნები ჩატარდება.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 9 მაისამდე გაგრძელდება.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 9 მაისიდან 14 მაისამდე იქნება დრო ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციისთვის. კანდიდატებს ექნებათ საშუალება, დაარეგისტრირონ საკუთარ მომხრეთა სია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად.

14-16 მანძილზე არჩევნების მონაწილე ყველა მხარეს ექნება დრო და საშუალება გადახედოს და გადაამოწმოს საარჩევნო ერთიან ე.წ. სამაგიდო სია. 17-20 მაისს კი განსაზღვრული გრაფიკით ყველა რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარდება არჩევნები.


Print