პოლიტიკა
"ერთად ევროპაში" - ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს
FaceBook
"ერთად ევროპაში" - "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს და 9 აპრილისთვის ემზადება.

ამ მიზნით, მთავარი ოპოზიციური პარტია მორიგ აქციას, ქუთაისის მერიასთან, ამ წუთებში მართავს.

აქციის მონაწილეები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას, ასევე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


"მნიშვნელოვანია, 9 აპრილს, 17:00 საათზე მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ და ვუთხრათ არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას. 9 აპრილს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ერთად უნდა გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას",- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ამ წუთებში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტილია და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

9 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.
Print