პოლიტიკა
იმერეთში თანამდებობის პირთა არასრულად და დარღვევებით შევსებული დეკლარაციები - TI
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს.
"გამჭვირვალობის" ინფორმაციით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.

ანტონი ჩიხლაძე ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსია.  მან  2022 წლის ოქტომბრის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის სპს “ჩიხლაძე-მედეა 2000”-ს
მმართველი პარტნიორი.

ასევე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ზაქრო მამასახლისმა 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა რომ ის რვა კომპანიის მეწილეა, თუმცა,
დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ მისი მეუღლე, მადონა ბასილაძე, ამ კომპანიებიდან რამდენიმეს დირექტორია. კერძოდ, მადონა ბასილაძე გახლავთ შპს ,,შპს ელიტ-ტაქსისა’’ და შპს ,,შპს ახალი ტაქსები 2009-ის’’ დირექტორი.
მისი დირექტორობა სამეწარმეო რეესტრში სწორედ დეკლარაციის შევსების დღეს აისახა, მანადე ამ პოზიციას თავად ზაქრო მამასახლისი იკავებდა. ასევე , მან არ მიუთითა რომ მადონა ბასილაძე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ
მეწარმედ.

ვანის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ თამარ შენგელიას 2023 წელის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ეწევა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას.

ანალოგიურად დამალა ინფორმაცია და დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ტყიბულის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ თემურ ძაგნიძემ. მან 2022 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ის არის ინდივიდუალური
მეწარმე.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.

დარღევებით შევსებული დეკლარაციები სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
Print