პოლიტიკა
პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
FaceBook
პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები.

ისმის საყვირები ხმა, ასევე, შეძახილები "არა რუსულ კანონს".



მათ პარლამენტთან მოტანილი აქვთ ხის კედელი, რომელზეც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კარიკატურულ სურათებს აკრავენ. სურათებზე გამოსახული არიან - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ადგილზე მობილიზებულია ასევე, პოლიცია.

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი დღეიდან დაუბრუნდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

ფოტო ნეტგაზეთი
Print