პოლიტიკა
"არის თუ არა ყოფილი უცხოური გავლენის აგენტი?!" - შეკითხვა ქუთაისის მერს
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ქუთაისიდან თემურ ცამციშვილი ქალაქის მერს "უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტზე აზრის დაფიქსირებას სთხოვს.
ცამციშვილს იოსებ ხახალეიშვილსგან აინტერესებს უჭერს თუ არა მხარს ის ამ კანონპროექტს, როგორც არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენელი.

"ქალაქ ქუთაისის მერი ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. მათ შორის,  იყო 7 პროექტის კოორდინატორი, რომელიც ფინანსდებოდა საერთაშორისო ფონდებიდან. 2014-2016 წლებში იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო "საქართველოს" ხელმძღვანელი, 1999-2000 წლებში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის პროექტს, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებდა და ა.შ.

ჩვენ გვინდა ქუთაისის მერს რამდენიმე მარტივი შეკითხვა დავუსვათ: უჭერს თუ არა მხარს აღნიშნულს კანონპროექტს, რას ფიქრობს მასზე;  არის თუ არა ყოფილი უცხოური გავლენის აგენტი  და როდესაც აღარ იქნება საჯარო მოხელე, დაუბრუნდება თუ არა არასამთავრობო სექტორს?", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
Print