პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.

განცხადება პარტიის ოფისში, ცოტა ხნის წინ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა.

მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა მიიღო.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

ნონა მამულაშვილი - 3.73%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%

ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.

საარჩევნო პროცესი ბლოკჩეინის პრინციპით, ფარულად მიმდინარეობდა.






Print