პოლიტიკა
იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს
FaceBook
იაპონიამ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იაპონიამ აკრძალა ძირითადი სტრატეგიული საქონლის ექსპორტი და გაყინა ათობით ადამიანის აქტივები.

სანქციები, რომლებიც ძირითადად პარასკევს ამოქმედდება, მიმართულია რუსი პოლიტიკოსების, სამხედროების, ბიზნესმენებისა და კომპანიების წინააღმდეგ. ამასთან, სანქცირებულ პირებს შორისაა 14 პრორუსი ფიგურა, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიის მცდელობასთან.

ასევე, 3 თებერვლიდან, ტოკიო 49 რუსულ საწარმოში აკრძალავს იმ საქონლის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსკოვის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მოიცავს ნახევარგამტარულ აღჭურვილობასა და კომპონენტებს, რობოტებს, გენერატორებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ვაქცინებს.

interpressnews.ge
Print