პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული და კვლავ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად არ დაესწრება.

გიული ალასანიამ 28 დეკემბერს, კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თუ „სასამართლო ოდნავ მაინც ობიექტურია“ მოწმეების გამოკითხვა ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის დაკითხვით უნდა დასრულდეს.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ წინა სასამართლო პროცესზე განაცხადა, შუამდგომლობის განხილვის ვადაში შეზღუდულები არ არიან, შესაბამისად, მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება ერთ ან ორ პროცესში მოხდება.

როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესის პარალელურად იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

interpressnews.ge
Print