პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ბესიკ ბრეგაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს 18-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ორმა კი თავი შეიკავა.

"ჩვენ წინა მოწვევის საკრებულოშიც ვთანამშრომლობდით და ბევრი შეხების წერტილი გვქონდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, როგორც პოლიტიკოს და როგორც ადამიანს. ამიტომ საკმაოდ მძიმეა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მაშინ, როდესაც კანონი იმპერატიულად აწესებს გარკვეულ ნორმებს, მათ შორის, საკრებულოს წევრისთვის, ამის დარღვევის უფლება არც მე და არც ნებისმიერ ჩვენგანს არა გვაქვს", - განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

ბესიკ ბრეგაძე უკვე ექვსი თვეა, ემიგრაციაში იმყოფება.


Print