პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართეს
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი  დისტანციურად  ესწრება. 

დღეს მოსამართლე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს. პროცესზე იგეგმება სამედიცინო ექსპერტების გამოკითხვაც.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

სხდომას ესწრება პენიტენციურის სამსახურის სამედიცინო ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძეც.

სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

Print