პოლიტიკა
ქუთაისში საკრებულოს დეპუტატები "ქართულ ოცნებას“ ტოვებენ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ორმა წევრმა ბექა ქებულაძემ და მერაბ ჭოხონელიძემ დატოვა.
" ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით,  ისინი "ოცნებიდან"  ფორმალურად წარმომდგენლების მიერ დაფუძნებულ მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდებიან.

დეპუტატები წარმომადგენლობით ორგანოში, მეშვდე მოწვევის საკრებულოში, მმართველი პარტიის კვოტით მოხვდნენ. 

თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება ამის შესახებ მათ შეფასებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მეშვიდე მოწვევის საკარებულოში 35 დეპუტატია წარმოდგენილი. "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ჰყავს, ოპოზიციას - ორი.

საკრებულოში სულ ორი ფრაქციაა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print