პოლიტიკა
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო.
როგორც სხდომის დაწყებამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედოვნებს, რომ მესამე პრეზიდენტს პროცესზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.

„სასამართლო მზად არის, სისტემა მზად აქვს, ელოდებიან პენიტენციურ სამსახურს. იმედია, დღესაც არ მოხდება პატიმრის დამალვა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან მოწმეებიც. მათ შორის, „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექიმი-ფსიქიატრი გოლდ სმიტი. ის პროცესზე დისტანციურად მისცემს ჩვენებას.


Print