პოლიტიკა
რა ხდება უკრაინაში ომის 292-ე დღეს
FaceBook
უკრაინაში ქვეყნის თავდაცვითმა ძალებმა ბოლო დღეებში კონტრშეტევა გააძლიერეს.
აქტიურია საბრძოლო მოქმედებები დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით. უკრაინის თავდაცვით უწყებაში ამბობენ, რომ კონტრეშეტევითი ოპერაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ნიადაგი გაიყინება და ტექნიკის გადაადგილება გამარტივდება. 

სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო თავდასხმებს განაგრძობს რუსული არმიაც, რომლის მთავარ სამიზნედ ისევ სამოქალაქო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა რჩება. ოფიციალური კიევის ცნობით, სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. უკრაინის ენერგოსისტემაში ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტია. ოდესაში და რეგიონის სხვა ქალაქებსა და რაიონებში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ აღდგენა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთის დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მიაღწიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.


Print