პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.
Print