პოლიტიკა
პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნა
FaceBook
პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, „დეოლიგარქიცაზიის შესახებ“ კანონპროექტი ერთობლივი სასამართლო მოსაზრებისთვის გაუგზავნეს ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნოემბრის ბოლოს განაცხადეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნიდნენ.

საქართველოს პარლამენტს უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული ეს კანონპროექტი. ის „უკრაინულ მოდელს“ ეფუძნება.

„დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობიდან ერთ-ერთია და კანონის მიღებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას მიმართეს მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაციით.

მეორე მოსმენით მიღებულ კანონში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმად, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.

კანონი  "დეოლიგარქიზაციის შესახებ" განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა ოლიგარქად და მასში ამის განმსაზღვრელი 4 კრიტერიუმია ჩამოთვლილი.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;

მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა;

დომინანტური მდგომარეობა, მაგალითად, ბაზარზე დომინანტის როლი;

მდგომარეობა, როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.

თუმცა პირი ოლიგარქად მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის, ამ ოთხი პირობიდან, სამს აკმაყოფილებს.

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" საქართველოს კანონპროექტი ამავე შინაარსის უკრაინული კანონის თარგმანია. ერთი განსხავებით - თუ უკრაინაში პირის ოლიგარქობის საკითხს აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტს, საქართველოში ეს ორგანო პარლამენტი იქნება.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელ პირობათაგან, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო   ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.
Print