პოლიტიკა
"მაშინ როდესაც ასეთი მძიმე სოციალური ფონია 2023 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებზეა გათვლილი"
FaceBook
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხარჯებს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის 39 მილიონი თვითმმართველობის სახელფასო ფონდს, ხოლო , საერთო ჯამში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯისთვის მთლიანობაში 50 %-ზე მეტია განსაზღვრული. 

"მაშინ როდესაც ასეთი მძიმე სოციალური ფონია მომდევნო წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებზე, ავტოპარკი მოვლაზე და კიდევ სხვადასხვა ბიუროკრატიულ ხარჯებზე არის გათვლილი, რაც წარმოუდგენელია", - განმარტა ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა.

ორგანიზაცია მოუწოდებს ადგილობრივ მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნობრივად განსაზღვრონ.

2023 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მოცულობა 85 917 000 ლარს შეადგენს, სადაც პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:

ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:

მომდევნო წელს ბიუჯეტში 13,200 000 ლარი - ინფრასტრუქტურული პროექტებისათვისაა გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით 5,606 000 ლარია გაწერილი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების დასაფინანსებლად.

კულტურის დაფინანსება - 1, 477, 300 (ერთი მილიონ, ოთხას სამოცდაჩვიდმეტი ათას, სამასი) ლარი.

სპორტი-1,713,300 ( ერთი მილიონ,შვიდას ცამეტი ათას, სამასი) ლარი.

ახალგაზრდული პროექტები - 300 000 ( სამასი ათასი) ლარი

განათლება - 253,000( ორას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი.


Print