პოლიტიკა
პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა
FaceBook
პარლამენტს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.
"ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;

ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ

იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ,

პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;

გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის

მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;

დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის

სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი

მონოპოლიები სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა

ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის

დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა

მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს

მიწის რესურსის 7%-ზე მეტი.

ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

მომზადებული კანონპროექტით შეთავაზებულია ოლიგარქთა რეესტრის არსებობა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.

პირი ოლიგარქთა რეესტრში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება. რეესტრიდან

ამორიცხვის შესახებ ოლიგარქად ცნობილ პირს შეუძლია მიმართოს ასევე იუსტიციის მინისტრს, თუ ის თვლის, რომ უკვე აღარ არსებობს ის კრიტერიუმები კუმულატიურად, რაც მისი ოლიგარქთა რეესტრში შეყვანის საფუძველი გახდა.

პარლამენტმა მეორე მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

მეორე მოსმენით მიღებულ კანონში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმად, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.
Print