პოლიტიკა
უკრაინის ომის გამო 14 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა - გაერო
FaceBook
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დირექტორის, ფილიპო გრანდის განცხადებით,
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ადამიანთა ყველაზე დიდი და სწრაფი გადაადგილება ათწლეულების განმავლობაში, რაც დაახლოებით 14 მილიონ ადამიანს შეეხო.

მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს „უაზრო ომი“ უნდა შეწყდეს.

„დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლი დაეტოვებინა“, - აღნიშნა გრანდიმ.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 7 მილიონზე მეტი უკრაინელი საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, მათგან დაახლოებით 1 მილიონი -გერმანიაში. ფილიპო გრანდის თქმით, სააგენტო ემზადება მოსახლეობის დამატებითი გადაადგილებისთვის როგორც უკრაინის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გრანდმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელები მზად არიან შეხვდნენ "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრ ზამთარს უკიდურესად რთულ ვითარებაში", მაშინაც კი, როდესაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გამო „ჰუმანიტარული პასუხი საჭიროებების ოკეანეში წვეთს ჰგავს“.
Print