პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" გარიცხული წევრი ყოფილ თანაპარტიელებს პასუხობს
FaceBook
პარტია "საქართველოსთვის" გარიცხული წევრი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნინო ჩიკვილაძე  ყოფილ თანაპარტილებს პასუხობს.
როგორც საკრებულოს დეპუტატი წერს, ის თავად აპირებდა პარტიის დატოვებას, რადგან „ღირებულებითი აცდენა“ ჰქონდა პარტიასთან, სიჭინავას განცხადება კი მედიისთვის დადგმული „მასკარადია“: „ეს პარტია მისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია.

გაიგეს, რომ მე ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას, ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, მერე მოაწყვეს ეს მასკარადი, რომ თითქოს გამრიცხეს პარტიიდან. რეალურად, ძალიან კარგად იცოდნენ ის სერიოზული ღირებულებითი აცდენა, რაც მე უკვე მაქვს ამ პარტიასთან, რომელიც თავიდან აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ახლა სხვა რელსებზე გადავიდა.

მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს ეს მასკარადი. ძალიან კარგად იცის ჩემმა ამომრჩეველმა, რომ მე არასდროს მივატოვებ არც ამომრჩეველს და არც ჩემს ხალხს. ეს შოუ დასჭირდათ მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიები მიეწვიათ და ეჩვენებინათ, რომ თითქოს დამსაჯეს", – წერს ჩიკვაშვილი სოციალურ ქსელში.

ნინო ჩიკვილაძის გარიცხვის შესახებ პარტიამ  14 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხდა. 



ამავე თემაზე:




Print