პოლიტიკა
რა უფლებით ყიდიან სახელმწიფო ქონებას - ანტიკორუციული მოძრაობა
FaceBook
ანტიკორუფციული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ   გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები სახელმწიფო ქონებას ყიდიან.
საუბარია, ჭავჭავაძის  გამზირზე მიმდინარე გზის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, სადაც ძველი, მაგრამ ვარგისიანი  ქვაფენილები აყრილია. 

თემურ თამციშვილი აუდო ჩანაწერსაც ავრცელებს, სადაც ისმის, რომ ერთი კვ. მ.  ფილას 5 ლარად ყიდიან.   

"ეს არის სახელმწიფო ქონების გაყიდვა. ერთ კვადრატულ მეტრს ხუთ ლარად ჰყიდიან. იმ ფილების დიდი ნაწილი საღია. ხომ შეიძლება სხვა ადგილებში გამოიყენონ? Მივმართავთ საგზაო დეპარტამენტს, გაგვცენ კითხვაზე პასუხი: რა უფლებით ჰყიდიან სახელმწიფო ქონებას?,’’- ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი თემურ ცამციშვილი. 

ის საგზაო დეპრატამენტს მოუწოდებს აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ. 



ქუთაისი - სამტრედიის საავტომობილო გზის (კმ 13+530 - კმ14+900 მონაკვეთის)  და სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის  216 კმ- იანი  მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. სამუშაოებზე ტენდერი  ( NAT220012250) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოცხადა.  გზების კეთილმწყობის  პასუხისმგებლობა  4 334 077  ლარის სანაცვლოდ  შპს „ქეი ქონსთრაქშენმა" აიღო.

"ეს არის ძალიან სასაცილო", - ამბობს კომპანიის წარმომადგენლი ქეთევან ასკურავა  "ქუთაისიპოსტთან"  სატელეფონო  საუბარში.


Print