პოლიტიკა
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1400-მდე ადამიანი დააკავეს
FaceBook
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1386-ს მიაღწია,
- ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.

დაკავებები რუსეთის 38 ქალაქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები უხეშად მოქმედებდნენ.

რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც დააკავეს.

ყველაზე მეტი დაკავებული სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვშია. კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში მინიმუმ 541, მოსკოვში კი სულ მცირე - 509 ადამიანი დააკავეს.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა  ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხდა.

პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“, - აღნიშნა ვლადიმერ
Print