პოლიტიკა
ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის პროტესტის შემდეგ შესაძლოა, რუსული ნავთობი შეიძინონ
FaceBook
ანალიტიკოსებმა დაასახელეს ახალი ბაზრები, რომლებიც შეძლებენ რუსული ნედლი ნავთობის 50%-მდე ყიდვას ევროკავშირის ქვეყნების პროტესტის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg-ი Kpler-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

„ინდონეზიას, პაკისტანს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, შრი-ლანკას და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას მომავალ ზამთარს შეუძლიათ ერთად შეიძინონ 1 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი რუსეთიდან“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთს უკვე ემუქრება მნიშვნელოვანი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება უკრაინაში ომის გამო. ამ დროისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყიდულობენ რუსულ საწვავს, მაგრამ დეკემბერში ისინი აკრძალვას დააწესებენ ურალის ნედლი ნავთობის მეტ წილ იმპორტზე, ხოლო თებერვალში - ნავთობპროდუქტებზე.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს შეფასებით, თუ მოსკოვი არ უზრუნველყოფს ნედლი ნავთობის სხვა ქვეყნებში გატანას, ამან შეიძლება რუსული ნავთობის მოპოვება დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელით შეამციროს.

bpn.ge
Print