პოლიტიკა
არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე გარკვეული შეზღუდვები დადგინდება
FaceBook
არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე გარკვეული შეზღუდვები დადგინდება.

ეს უკვე ასახულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

“თუ დამკვირვებელი, რომელიც იდენტიფიცირებული და წარდგენილი იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ოფიციალურად კონკრეტული რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ და გამოვლინდება, რომ ის ბოლო ორი საერთო თუ შუალედური არჩევნების დროს იყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ სუბიექტის წარმომადგენელი, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ან უფიქსირდება შემოწირულობა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმართებაში,

ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს ადამიანი მოიხსნება რეგისტრაციიდან, როგორც დამკვირვებელი, მაგრამ ორგანიზაცია და მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ფუნქციას განახორციელებენ. ეს არის ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უფრო მკაცრად არის სანქცირებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

Print