პოლიტიკა
პარლამენტი დღეიდან სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს იწყებს
FaceBook
დღეიდან, 15 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი.
შესაბამის ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს.

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე;
საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
კანდიდატის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი. მას უნდა დაერთოს:

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);

ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები, კანდიდატის შეხედულებისამებრ.
Print