პოლიტიკა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ გაიქცა
FaceBook
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფონზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი გაიქცა.
სად იმყოფება ის ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, პუშილინი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია (24-ე არხი) უკრაინის დაზვერვაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონის და ხარკოვის ოლქების მიმართულებით. დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ.

interpressnews.ge
Print