პოლიტიკა
ესტონეთი დღეიდან შენგენის ვიზების მქონე რუსებს ქვეყანაში არ შეუშვებს
FaceBook
ესტონეთმა დღეიდან რუსეთის იმ მოქალაქეების მიღება შეწყვიტა, რომლებზედაც ქვეყანამ შენგენის ვიზები გასცა.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად ასეთი ვიზები რუსეთის დაახლოებით 25 000 მოქალაქეს აქვს.

„შეზღუდვები ვრცელდება ტურისტულ მოგზაურობებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ვიზიტებზე და შენგენის ზონაში გასართობი მიზნით მოგზაურობებზე - ჩვენ აღარ მივიღებთ ასეთ ადამიანებს და არ შემოვუშვებთ ესტონეთში“, - განაცხადა პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეგერტ ბელიკოვმა.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც ტურისტული ვიზებით მიდიან ნათესავებთან: მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებთან.

გარდა ამისა, გამონაკლისი დაშვებულია ჰუმანიტარული მიზნებით გაცემული ვიზების მფლობელებისთვის.

ipn.ge
Print