პოლიტიკა
კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
FaceBook
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრის საპასუხოდ,
მორიგი სანქციების დაწესებას აპირებს.

­აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

"ახალი სანქციები სახმელეთო და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე, ლითონებისა და ტრანსპორტის, კომპიუტერული, ელექტრონული და ელექტრო მოწყობილობების, აგრეთვე მანქანების წარმოებაზე გავრცელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, კანადის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ასევე მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქიმიურ სექტორებს.
Print