პოლიტიკა
აშშ-ის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება
FaceBook
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინესმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი მალე მიაღწევს ამ მიზანს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

„ჩვენ აღვიქვამთ შეუთანხმებლობას პუტინის უახლოეს სამხედრო მიზნებსა და სამხედრო შესაძლებლობებს შორის, ერთგვარ შეუსაბამობას მის ამბიციებსა და იმას შორის, რისი მიღწევის შესაძლებლობაც სამხედროებს აქვთ“, - აღნიშნა ევრილ ჰეინესმა.

შეგახსენებთ, მარტიდან მოსკოვმა, მას შემდეგ რაც კიევი და სხვა ქალაქები ვერ აიღო, ძალისხმევა უკრაინის დონბასის ტერიტორიის ხელში ჩაგდებისკენ მიმართა.
Print