პოლიტიკა
"გადადგომას არ ვაპირებ" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
"რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი",
-  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ , აპირებს თუარა ის პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას იმის გამო, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკაშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

"რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე, შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას, ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა“, - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა. 

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ მიიღებს. საქართველოს ამისთვის დრო წლის ბოლომდე აქვს.


Print