პოლიტიკა
ქუთაისში დღეს ავტოკოლონებით მსვლელობა გაიმართება
FaceBook
ავტო ქარავანი ქუთაისი - შეხვდი ევროკავშირის პასუხს - ასე ჰქვია აქცია-მსვლელობას, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართება.

აქციის მონაწილეები სპორტის სასახლესთან ავტომანქანებით შეიკრიბებიან და ქალაქის მასშტაბით მსვლელობას მოაწყობენ. აქციის მიზანია, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებისა და საქართველოსთვის დაკისრებული ვალდებულებების საზოგადოებისთვის გაცნობა. აქცია-მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ მიიღებს. საქართველოს ამისთვის დრო წლის ბოლომდე აქვს.
Print