პოლიტიკა
"გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეები იყვნენ“ - რადას დეპუტატი ევროსაბჭოს
FaceBook
"საქართველოს დღეს აქვს პრობლემები. მაგრამ გთხოვთ არ დაუშვათ, რომ (ქართველები) ერთი ოლიგარქის ტყვეები იყვნენ“.

ამ სიტყვებით მიმართა რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს. 

“ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის შიგნით. მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მომდევნო კვირას ნატოს სამიტი გაიმართება მივმართავ თურქეთს მხარი დაუჭირეთ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. მინდა მივმართო ნატოს წევრ ყველა ქვეყანას. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს და მიეცით მაპ -ი სამოქმედო გეგმა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი რათა ვებრძოლოთ ყველა იმ საფრთხეს, რომელიც დღეს გვემუქრება“, - აღნიშნა გონჩარენკომ. 

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, მიიღოს ევროპული პერსპექტივა გარკვეული პირობების სანაცვლოდ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლის კანდიდატობასაც დაუჭირა მხარი.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან.


Print