პოლიტიკა
"რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი"
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი.
ვერეშუკის თქმით, რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელები რუსეთში, როსტოვსა და კურსკში, საპყრობილეებში იმყოფებიან.

“1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები, თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ", - განაცხადა ვერეშუკმა.

უკრაინაში 118 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print