პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება.

ბრიფინგი სავარაუდოდ, ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იტალიაში და ბრიუსელში იმყოფებოდა.
Print