პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი გამბედაობისთვის ბორის ნემცოვის პრემიის ლაურეატი გახდა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამბედაობისთვის ბორის ნემცოვის პრემიის წლევანდელი ლაურეატი გახდა.
ამის შესახებ „ბორის ნემცოვის ფონდი თავისუფლებისთვის“ იტყობინება.

საომარ ვითარებაში ფონდმა ჯილდოზე უკრაინელების წარდგენა გადაწყვიტა.

კანდიდატებს შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ბენდ Okean Elzy-ის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, „მოხალისე მეომარ-მედიკოსთა დანაყოფის“ დამფუძნებელი იულია პაიევსკა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი და სხვები.

ბორის ნემცოვი რუსი ოპოზიციონერი იყო, რომელიც გმობდა ყირიმის ანექსიას და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. ის მოსკოვში 2015 წლის თებერვალში მოკლეს.



წყარო: interpressnews
Print