პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა.
პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარი ცდილობს სლავიანსკსა და სევეროდონეცკზე შეტევას. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„დონბასში ვითარება ძალიან რთულია. როგორც წინა დღეებში, რუსული ჯარი კვლავ ცდილობს სლოვიანსკსა და სევეროდონეცკზე შეტევას. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ შეტევას აკავებენ. ყოველ დღე, როდესაც ჩვენი დამცველები იგერიებენ რუსეთის თავდასხმით გეგმებს, არის კონკრეტული წვლილი მთავარი დღის, სასურეველი დღის მოახლოვებაში, რომელსაც ყველა ასე ველით და რომლისთვისაც ვიბრძვით - გამარჯვების დღის. არანაირი რუსული იერიშები მას შედეგს ვერ მისცემს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში 88 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print