პოლიტიკა
"ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო, პატრიოტი კაცი" - პრემიერი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს განვითარება ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც თქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ინარჩუნებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილს პატრიოტი და სამაგალითო კაცი უწოდა.

"ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო, პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში, თავისი ქონება, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში, თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ის რეფორმა, სამხედრო, პოლიციის და სხვა, ამ კაცის დამსახურებაა. ასევე, ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ",
- განაცხადა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი არ გაიხსნება.
Print