პოლიტიკა
დღეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს
FaceBook
დღეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს.
ევროკომისიისგან და შემდეგ უკვე ევროსაბჭოსგან სახელისუფლებო პარტიას პოზიტიური მოლოდინები აქვს.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა და ევროკომისიას 2 მაისს გაეგზავნა. დოკუმენტი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კითხვარის მეორე, ტექნიკური ნაწილის მიხედვით, 2 300 შეკითხვააა.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია პასუხების დასაბუთებას ითხოვს.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
Print