პოლიტიკა
ბაიდენი - ჩვენ ვიზრუნეთ, რომ უკრაინისათვის აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდეს
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ  ამერიკამ იზრუნა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე.

"ჩვენ ვიზრუნეთ, რომ უკრაინისათვის აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი გავუგზავნეთ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით. ეს ფული არის პირდაპირი ინვესტიცია თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში“, - ამბობს ბადენი. 



ამერიკა აქტიურ დახმარებას უწევს  უკრაინას  სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობით. თეთრი სახლის ერთ-ერთი ბოლო გადაწვეტილების მიხედვით, ამერიკა უკრაინას დამატებით კიდევ 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ასევე, ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა გამოყოს 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინისთვის.

მანამდე აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა  დაამტკიცა.

ეს კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-მა უკრაინას შეიარაღება და აღჭურვილობა დე ფაქტო საჩუქრად გადასცეს, გადახდა კი კიევს მოგვიანებით მოუწევს. 

უკრაინაში  70 დღეა ომია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, თუმცა, ამ დრომდე ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას. უწევს პოზიციების დათმობა და მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
Print