პოლიტიკა
ხარკოვის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრები არ დატოვონ
FaceBook
ინტენსიური დაბომბვის გამო, ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინიეგუბოვმა მოსახლეობას მოუწოდა დღეს, თავშესაფრები არ დატოვონ.
აღნიშნული განცხადება მან „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გააკეთა.

„ინტენსიურ დაბომბვასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ხარკოვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონების, განსაკუთრებით სალტივკას მოსახლეობას, დღის განმავლობაში არ დატოვონ თავშესაფარი გარდა გადაუდებელი საჭიროებისა“, - აღნიშნა სინიეგუბოვმა.

უკრაინაში 67 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.


Print