პოლიტიკა
ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა
FaceBook
ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა.
ამის შესახებ Kronen Zeitung წერს. ავსტრიის ნავთობგაზის კომპანიის OMV -ის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის მცირე მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობდა.

„რუსეთში შეძენილი ნავთობის მოცულობა ყოველთვის მცირე იყო, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ“,
- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ავსტრიის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციების მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 7,8 %-ს შეადგენდა.

ავსტრიისთვის ყველაზე დიდი ნავთობ იმპორტიორი ყაზახეთია - იმპორტის წილი 38,9%-ს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილას კი ლიბია და ერაყია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, არ გადაუხადონ რუსეთს ენერგორესურსების სანაცვლოდ რუბლი.

მისი თქმით, ამით ისინი დაეხმარებიან უკრაინას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს შეუწყობენ რუსეთს უკრაინელების მოკვლაში.

უკრაინაში 57 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

წყარო: ინტერპრესნიუსი


Print