პოლიტიკა
"მოვითხოვთ რუსებისგან სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს" - უკრაინის ვიცე-პრემიერი
FaceBook
მოვითხოვთ რუსებისგან სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა "აზოვსტალიდან"!,-  წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერშჩუკი.

"დაახლოებით 1000 მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედროა. ესენი დღეს ყველა უნდა გამოიყვანონ აზოვსტალიდან! მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ახლა თავიანთი ძალისხმევა ზუსტად აზოვსტალზე გაამახვილონ. აი, ეს არის საკვანძო წერტილი და საკვანძო მომენტი ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის!!!",
- წერს ვეშეჩუკი. 

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში უკვე   მესამე დღე  ხერხდება მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა, რადგან  მტრის ჯარი ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოდ გაადგილების შესაძლებლობას არ აძლევთ. 

უკრაინაში 57 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print