პოლიტიკა
"1 039 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის სქესის გარჩევა ვერ ხერხდება'' - გაეროს ახალი ანგარიში უკრაინაზე
FaceBook
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, დაიღუპა 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 2 818-მა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
განახლებულ ანგარიშს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებიდან 537 კაცია, 327 ქალი, 169 კი ბავშვი, 1 039 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის სქესის გარჩევა კი ვერ ხერხდება.

გაეროს ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა აფეთქებების ფართო ზემოქმედების არეალით იყო გამოწვეული, მათ შორის, მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით.

უკრაინაში 56 დღეა ომია. რუსეთმა ბოლო დღეებია დონბასის ოლქში მოახდინა ძალების კონცენტრაცია. რუსმა აგრესორებმა ომის ახალი ფაზა დაიწყეს - ბრძოლა დონბასისთვის.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.


Print