პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომის 54-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასე გამოიყურება:

პერსონალი – დაახლოებით 20 600 ადამიანი;

ტანკი – 790 ერთეული;

ჯავშანტექნიკა / APV – 2 041 ერთეული;

საარტილერიო სისტემა – 381 ერთეული;

MLRS – 130 ერთეული;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული;

თვითმფრინავი – 167 ერთეული;

ვერტმფრენი – 147 ერთეული;

საავტომობილო მანქანა – 1 487 ერთეული;

გემი/ნავი – 8 ერთეული;

საწვავის ავზი – 76 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 155;

სპეციალური აღჭურვილობა – 27;

მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აპრილამდე პერიოდში ასეთია:

136 თვითმფრინავი;

105 შვეულმფრენი;

471 უპილოტო საფრენი აპარატი;

2 308 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

249 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

254 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

998 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

2 171 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 54 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print