პოლიტიკა
საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 590 მოსწავლე ჩაირიცხა
FaceBook

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული 590 მოსწავლე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა.


მათ შორის 140 მოსწავლე - სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე ჩაირიცხა.

ამასთან, ჩარიცხული მოსწავლეების გადანაწილება რეგიონულ ჭრილში ასეთია; აჭარა - 213; გურია - 4 ; თბილისი - 284; იმერეთი - 23; კახეთი - 6; რაჭა-ლეჩხუმი - 1; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12; სამცხე-ჯავახეთი - 9; ქვემო ქართლი - 31; შიდა ქართლი - 7.

უკრაინაში 51-ე დღეა ომია. 

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

 

Print