პოლიტიკა
ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო
FaceBook
ევროპული საბჭის ინფორმაციით,  უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებითი 500 მილიონი ევრო გამოყვეს. 

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა მოხმარდება პერსონალური დამცავი აღჭურვილობების, სამხედრო აღჭურვილობების, საწვავსა და პირველადი დახმარების კომპლექტების შეძენას.

„შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია და მოსახლეობა“,
- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.

დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საერთო ოდენობა 1.5 მილიარდ ევროს მიაღწევს.

უკრაინაში 50 დღეა ომია.

რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. ომის შედეგად დაიღუპა 191-ზე მეტი ბავშვი. რუსმა აგრესორებმა წამებით მოკლეს ათობით ბავშვი ბუჩასა და მარიუპოლში.

Print