პოლიტიკა
ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინაში 191 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
CNN-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დღემდე 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა.
CNN-ი ინფორმაციას უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი ბოლო დღეებში, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთით განხორციელებულ დაბომბვებს ემსხვერპლა.

"ხარკოვში მიმდინარე დაბომბვების შედეგად, მსხვერპლს შორის ბავშვებიც არიან. ხერსონში კი - საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 15 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა'',- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში ომის 49-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო.

ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული
Print