პოლიტიკა
უკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად დღეს ქვეყანაში 9 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.

კერძოდ, მარიუპოლიდან ზაპორიჟჟიაში მგზავრობა შესაძლებელი იქნება საკუთარი ტრანსპორტით.


ზაპოროჟიის რეგიონში:

ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე - საკუთარი ტრანსპორტით, ასევე გაიგზავნება ავტობუსები ზაპოროჟიედან;

ქალაქ ტოკმოკიდან ზაპოროჟიაში - საკუთარი ტრანსპორტით, ავტობუსები ასევე გაიგზავნება ზაპოროჟიედან 

ქალაქ ენერგოდარიდან ზაპორიჟჟიაში - საკუთარი ტრანსპორტით, ავტობუსები ასევე გაიგზავნება ზაპოროჟიედან (ადგილობრივი ხელისუფლება გამოაცხადებს მანქანების შეგროვების პუნქტს).

ლუგანსკის რეგიონში:


ქალაქ სევეროდონეცკიდან ქალაქ ბახმუტამდე ;

ქალაქ ლისიჩანსკიდან ქალაქ ბახმუტამდე ;

ქალაქ პოპასნაიადან ქალაქ ბახმუტამდე ;

ქალაქ რუბიჟნოედან ქალაქ ბახმუტამდე, სოფელ გორსკოედან ქალაქ ბახმუტამდე ;

„ლუგანსკის რეგიონში ჰუმანიტარული დერეფნების ყველა მარშრუტი იმუშავებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.


9 აპრილს ჰუმანიტარული დერეფნებით 4 500- ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინაში ომის 46-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

Print