პოლიტიკა
ესტონეთმა უკრაინას იარაღის ახალი პარტია გადასცა
FaceBook
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  უკრაინამ ესტონეთიდან სამხედრო დახმარების მორიგო პარტია მიიღო.

„უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტრანში. ესტონეთმა უკრაინას გადასცა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნები და ხელყუმბარები“, - ამის შესახებ ესტონეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, ესტონელმა ბიზნესმენებმა, თავიანთი ქვეყნის სამთავრობო უწყებებთან და თავიანთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით, უკრაინელ სამხედროებს გადასცეს ჩაფხუტი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, დრონები, ღამის ხედვის მოწყობილობები, ლაზერული მანძილმზომები, სამედიცინო აღჭურვილობა და ქიმიური დაცვის ტანსაცმელი.



ესტონეთი მოუწოდებს ევროპის ყველა ქვეყანას უზრუნველყოს უკრაინა საჭირო იარაღით, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით, პოლიტიკური მხარდაჭერით, ასევე გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და შეწყვიტოს რუსეთის ეკონომიკის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერა.

უკრაინაში  ომის  42-ე დღეა. 

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.
Print