პოლიტიკა
ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი რუსეთს
FaceBook
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ  ახალ საქნციებს აწესებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციების ჩამონათვალს Twitter-ზე ავრცელებს:

რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა;

ტრანზაქციის სრული აკრძალვა 4 ძირითად რუსულ ბანკთან, მათ შორის VTB-სთან;

აიკრძალა ევროკავშირის პორტებში რუსეთის, მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთ-ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლა;

10 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტის აკრძალვები გადამწყვეტ სფეროებში: მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა;

5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები;

სანქციები დაეკისრება საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელს რომან აბრამოვიჩის და კიდევ 14 პირს, რომლებიც დიდ კაპიტალს ფლობენ.

უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს უმძიმესი სანქციები დააკისრეს, რის გამოც რუსეთის ეკონომიკა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები.

რუსეთს აღარ აქვს წვდომა საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT - ზე, 50%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. აშშ-მ ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

სანქციებით შეშინებული რუსეთის მოქალაქეები თავს საქართველოს აფარებენ და აქ ცდილობენ თავიანთი ბიზნესის გადმოტანას, ხელისუფლება კი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

სანქციერებულთა სიაში მოხვდნენ  პუტინთან დაახლოებული პირები, ოლიგარქები და  ხელოვანი ადამიანებიც.  

24 თებერვლის დილით რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
Print
თეგები: #უკრაინა #ომი